Thursday, April 5, 2012

თეატრის მხატვრობა

სახვითი ხელოვნება თეატრალური ხელოვნების ერთ-ერთი აუცილებელი კომპონენტია. თეატრის მხატვარი რეჯისორთან ერთად ქმნის სცენის გაფორმებას ანუ დეკოაციას. დეკორაცია უნდა ქმნიდეს იმ მოქმედების შესაბამის ატმოსფეროს, რომელიც მიმდინარეობს პიესაში. ასევე, დეკორაცია ყოველთვის გამოხატავს საერთო შემოქმედებით სათქმელს, რაც გააჩნია სპექტაკლის შემქმნელ შემოქმედებით ჯგუფს.
თეატრის მხატვარი ასევე ქმნის მომქმედ გმირთა კოსტუმს ანუ ტანისამოსს. თითოეული გმირის ტანისამოსი პერსონაჟის ხასიათის გამომხატველი უნდა იყოს.
ასე რომ, თეატრის მხატვრობა სპექტაკლისთვის აუცილებელი კომპონენტია და მას დრამატული ფუნქცია გააჩნია.

წუარო:  შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის პროფესორი, თეატრმცოდნე - მარიკა წულაძე

2 comments: