Thursday, April 19, 2012

შუა საუკუნეების თეატრი

შუა საუკუნეები ისტორიაში გრძელდება IV ს-დან  XVII ს-ის შუა წლებამდე. ამ პერიოდში ჩამოყალიბდა საეკლესიო თეატრი. პირველი საეკლესიო ჟანრი ანუ სახეობა თეატრისა იყო ლითურგიული დრამა. ლითურგია ნიშნავს წირვას, მღვდელთმსახურებას. ლითურგიული დრამა  ნიშნავს წირვის დროს შესრულებულ სანახაობას. იგი ძირითადად იყო ქრისტეს ცხოვრების სიუჟეტებზე აგებული. დროთა განმავლობაში ლითურგიულ დრამას შეენაცვლა ნახევრადლითურგიული დრამა. იგი ლითურგიულის განსხვავებით  პერსონაჟების მრავალრიცხოვნებით და მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა. XII ს-ში ნახევრადლითურგიულ დრამას შეენაცვლა მირაკლი. მირაკლი ნიშნავს სასწაულს და იგი იყო წმინდანების ცხოვრების სიუჟეტებზე აგებული. XV ს-ში გაჩნდა ახალი ჟანრი, რომელსაც უკვე წერდნენ არამარტო ეკლესიის მსახურნი, არამედ საერთო ხალხი. მისტერია მოიცავდა თავისი მოქმედებით მთელ ქალაქს. სწორედ მისტერიაში გაჩნდნენ ახალი პერსონაჟები ეშმაკების სახით. რაც მიუთითებდა იმას, რომ ჩვეულებრივი მაყურებელი, ხალხი უკვე განწყობილი იყო თავისუფალი აზროვნებისთვის. შუასაუკუნეების ბოლო სანახაობითი ჟანრი იყო ფარსი. ფარსი არ იყო რელიგიურ თემატიკაზე. მისი პერსონაჟები იყვნენ ჩვეულებრივი ადამიანები და სიუჟეტი იყო ძირითადად სახუმარო ხასიათის. ფარსი იყო შუა საუკუნეების თეატრალური ხელოვნების ბოლო ჟანრი, რომელსაც შემდეგ მოყვა აღორძინების ხანის თეატრალური ხელოვნება. იგი დაიბადა - იტალიაში კომედია დელ-არტეს სახით.

წუარო:  შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის პროფესორი, თეატრმცოდნე - მარიკა წულაძე

No comments:

Post a Comment