Thursday, April 5, 2012

მსახიობის ხელოვნება

მსახიობი თავისი ფიზიკური და სულიერი მონაცემებიდან ქმნის თავის ნაწარმოებს ანუ თავისი ხასიათიდან განსხვავებულ ადამიანს. მისი ხელოვნების უმაღლესი მწვერვალი არის გარდასახვა. მსახიობის მონაცემებში იგულისხმება, როგორც ფიზიკური, ასევე სულიერი თავისებურებები. ფიზიკურ მონაცემებში  იგულისხმება მისი სხეული, გარეგნობა და ხმა. ფსიქიკურ თავისებურებებში იგულისხმება ხასიათი, ტემპერამენტი, ყურადღება, წარმოსახვა, მეხსიერება. თითოეული მსახიობი გამოირჩევა თავისი ინდივიდუალურობით.
ინდივიდუალურობა, სწორედ ზევით აღნიშნულ თავისებურებებში მდგომარეობს. ზოგიერთ მსახიობს შეუძლია მხოლოდ ორგანული მოქმედება ანუ პიესის მიერ შემოთავაზებულ ვითარებაში დამაჯერებლად მოქმედება, მაგრამ ეს მსახიობის ხელოვნების მხოლოდ პირველი საფეხურია. უმაღლესი მწვერვალი კი მსახიობის ხელოვნებისა არის გარდასახვა ანუ თავისგან განსხვავებული ხასიათის შექმნა.

წუარო:  შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის პროფესორი, თეატრმცოდნე - მარიკა წულაძე

No comments:

Post a Comment