Thursday, April 5, 2012

თეატრალური ხელოვნება

სათეატრო ხელოვნება ხელოვნების სხვა დარგებისგან განსხვავებით სინთეზური ბუნებისაა. სიტყვა სინთეზი ქიმიური ტერმინია და ნიშნავს სხვადასხვა ნივთიერების ნაერთს. თეატრალური ხელოვნების ნაწარმოები სხვადასხვა ხელოვნების დარგის ნაერთია. XX საუკუნეში ამ დარგის ნაწარმოები არის სპექტაკლი. სპექტაკლის შესაქმელად გაერთიანებულია: სათეატრო ლიტერატურა ანუ დრამატურგია, მსახიობის ხელოვნება, მხატვრის ხელოვნება, კომპოზიტორის ხელოვნება, ქორეოგრაფის ხელოვნება და რეჯისორის ხელოვნება. სათეატრო ხელოვნების ენაა ქმედება.

წუარო:  შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის პროფესორი, თეატრმცოდნე - მარიკა წულაძე

No comments:

Post a Comment