Friday, April 6, 2012

თეატრის ისტორია

სათეატრო ხელოვნება დაიბადა ანტიკურ ხანაში, საბერძნეთში. მისი დაბადება დაკავშირებულია მევენახეობის ღმერთის დიონისესადმი მიძღვნილ დღესასწაულებთან. დიონისეს დღესასწაულზე მთელი ათენის მოსახლეობა გამოდიოდა ქუჩაში, ისვამდა  სახეზე ღვინის ნალექს, ტანზე იცვამდა თხის ტყავს და ეწყობოდა მსვლელობა სიმღერებითა და  ცეკვებით. საგულისხმოა, რომ ამ მსვლელობის დროს თამაშდებოდა დიალოგები დიონისეს მითიდან.
დროთა განმავლობაში დიონისეობის დღესასწაული დამკვიდრდა ერთ ადგილას. ამიტომ აშენდა სპეციალური შენობა - ეს იყო პირველი თეატრალური შენობა. პირველი ბერძენი დრამატურგი, რომელმაც მასიდან გამოყო ერთი მსახიობი, იყო თესპიდე. უფრო გვიან საბერძნეთის ცნობილმა დრამატურგმა ესქილემ მასიდან გამოყო ორი მსახიობი, ხოლო სოფოკლემ სამი, რაც შეეხება მათ დრამატურგიას იგი ძირითადად მიძღვნილი იყო მითოლოგიური სიუჟეტებისადმი. ესქილე წერდა ღმერთებზე, სოფოკლე - მითოლოგიურ გმირებზე, ევრიპიდე კი ცდილობდა მითოლოგიური სიუჟეტის საშუალებით გამოეკვლია ადამიანის ფსიქოლოგია. ამ პერიოდის კიდევ ერთი დრამატურგი (ძვ.წ. V ს.) იყო არისტოფანე, რომელიც წერდა კომედიებს. ეს არის პირველი კომედიოგრაფი, რომელიც ჩვენთვის ცნობილია.
ესქილემ დაწერა: ”მიჯაჭვული პრომეთე” ...
სოფოკლემ დაწერა: ”ოიდიპოს მეფე” ...
ევრიპიდემ დაწერა: ”მედეა” ...


წუარო:  შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის პროფესორი, თეატრმცოდნე - მარიკა წულაძე

No comments:

Post a Comment