შუა საუკუნეები ისტორიაში გრძელდება IV ს-დან XVII ს-ის შუა წლებამდე. ამ პერიოდში ჩამოყალიბდა საეკლესიო თეატრი. პირველი საეკლესიო ჟანრი ანუ სახეობა თეატრისა იყო ლითურგიული დრამა. ლითურგია ნიშნავს წირვას, მღვდელთმსახურებას. ლითურგიული დრამა ნიშნავს წირვის დროს შესრულებულ სანახაობას. იგი ძირითადად იყო ქრისტეს ცხოვრების სიუჟეტებზე აგებული. დროთა განმავლობაში ლითურგიულ დრამას შეენაცვლა ნახევრადლითურგიული დრამა. იგი ლითურგიულის განსხვავებით პერსონაჟების მრავალრიცხოვნებით და მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა. XII ს-ში ნახევრადლითურგიულ დრამას შეენაცვლა მირაკლი. მირაკლი ნიშნავს სასწაულს და იგი იყო წმინდანების ცხოვრების სიუჟეტებზე აგებული. XV ს-ში გაჩნდა ახალი ჟანრი, რომელსაც უკვე წერდნენ არამარტო ეკლესიის მსახურნი, არამედ საერთო ხალხი. მისტერია მოიცავდა თავისი მოქმედებით მთელ ქალაქს. სწორედ მისტერიაში გაჩნდნენ ახალი პერსონაჟები ეშმაკების სახით. რაც მიუთითებდა იმას, რომ ჩვეულებრივი მაყურებელი, ხალხი უკვე განწყობილი იყო თავისუფალი აზროვნებისთვის. შუასაუკუნეების ბოლო სანახაობითი ჟანრი იყო ფარსი. ფარსი არ იყო რელიგიურ თემატიკაზე. მისი პერსონაჟები იყვნენ ჩვეულებრივი ადამიანები და სიუჟეტი იყო ძირითადად სახუმარო ხასიათის. ფარსი იყო შუა საუკუნეების თეატრალური ხელოვნების ბოლო ჟანრი, რომელსაც შემდეგ მოყვა აღორძინების ხანის თეატრალური ხელოვნება. იგი დაიბადა - იტალიაში კომედია დელ-არტეს სახით.
წუარო: შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის პროფესორი, თეატრმცოდნე - მარიკა წულაძე
ქართული თეატრი
Thursday, April 19, 2012
ბერიკაობა და ყეენობა
ქართული თეატრის საწყისებად მიჩნეულია ბერიკაობა და ყეენობა. ბერიკაობა, ეს იყო ნიღბოსანთა იმპროვიზაციული თეატრი. ყეენობა კი სადღესასწაულო მსვლელობა. ბერიკაობის დროს შემსრულებლები თვითონვე თხზავდნენ ტექსტებს, რომლებიც უნდა შეესრულებინათ და თვითონვე ასრულებნდნენ მას. აღსანიშნავია, რომ ეს შეთხზვა იმპროვიზაციულად ანუ იმ წუთად მაყურებლის თვალწინ იბადებოდა.
წუარო: შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის პროფესორი, თეატრმცოდნე - მარიკა წულაძე
წუარო: შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის პროფესორი, თეატრმცოდნე - მარიკა წულაძე
Friday, April 6, 2012
თეატრის ისტორია
სათეატრო ხელოვნება დაიბადა ანტიკურ ხანაში, საბერძნეთში. მისი დაბადება დაკავშირებულია მევენახეობის ღმერთის დიონისესადმი მიძღვნილ დღესასწაულებთან. დიონისეს დღესასწაულზე მთელი ათენის მოსახლეობა გამოდიოდა ქუჩაში, ისვამდა სახეზე ღვინის ნალექს, ტანზე იცვამდა თხის ტყავს და ეწყობოდა მსვლელობა სიმღერებითა და ცეკვებით. საგულისხმოა, რომ ამ მსვლელობის დროს თამაშდებოდა დიალოგები დიონისეს მითიდან.
დროთა განმავლობაში დიონისეობის დღესასწაული დამკვიდრდა ერთ ადგილას. ამიტომ აშენდა სპეციალური შენობა - ეს იყო პირველი თეატრალური შენობა. პირველი ბერძენი დრამატურგი, რომელმაც მასიდან გამოყო ერთი მსახიობი, იყო თესპიდე. უფრო გვიან საბერძნეთის ცნობილმა დრამატურგმა ესქილემ მასიდან გამოყო ორი მსახიობი, ხოლო სოფოკლემ სამი, რაც შეეხება მათ დრამატურგიას იგი ძირითადად მიძღვნილი იყო მითოლოგიური სიუჟეტებისადმი. ესქილე წერდა ღმერთებზე, სოფოკლე - მითოლოგიურ გმირებზე, ევრიპიდე კი ცდილობდა მითოლოგიური სიუჟეტის საშუალებით გამოეკვლია ადამიანის ფსიქოლოგია. ამ პერიოდის კიდევ ერთი დრამატურგი (ძვ.წ. V ს.) იყო არისტოფანე, რომელიც წერდა კომედიებს. ეს არის პირველი კომედიოგრაფი, რომელიც ჩვენთვის ცნობილია.
ესქილემ დაწერა: ”მიჯაჭვული პრომეთე” ...
სოფოკლემ დაწერა: ”ოიდიპოს მეფე” ...
ევრიპიდემ დაწერა: ”მედეა” ...
წუარო: შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის პროფესორი, თეატრმცოდნე - მარიკა წულაძე
დროთა განმავლობაში დიონისეობის დღესასწაული დამკვიდრდა ერთ ადგილას. ამიტომ აშენდა სპეციალური შენობა - ეს იყო პირველი თეატრალური შენობა. პირველი ბერძენი დრამატურგი, რომელმაც მასიდან გამოყო ერთი მსახიობი, იყო თესპიდე. უფრო გვიან საბერძნეთის ცნობილმა დრამატურგმა ესქილემ მასიდან გამოყო ორი მსახიობი, ხოლო სოფოკლემ სამი, რაც შეეხება მათ დრამატურგიას იგი ძირითადად მიძღვნილი იყო მითოლოგიური სიუჟეტებისადმი. ესქილე წერდა ღმერთებზე, სოფოკლე - მითოლოგიურ გმირებზე, ევრიპიდე კი ცდილობდა მითოლოგიური სიუჟეტის საშუალებით გამოეკვლია ადამიანის ფსიქოლოგია. ამ პერიოდის კიდევ ერთი დრამატურგი (ძვ.წ. V ს.) იყო არისტოფანე, რომელიც წერდა კომედიებს. ეს არის პირველი კომედიოგრაფი, რომელიც ჩვენთვის ცნობილია.
ესქილემ დაწერა: ”მიჯაჭვული პრომეთე” ...
სოფოკლემ დაწერა: ”ოიდიპოს მეფე” ...
ევრიპიდემ დაწერა: ”მედეა” ...
წუარო: შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის პროფესორი, თეატრმცოდნე - მარიკა წულაძე
Thursday, April 5, 2012
რეჟისორის ხელოვნება
თანამედროვე თეატრში თეატრალური ხელოვნების ნაწარმოებია სპექტაკლი. სპექტაკლის ავტორი კი არის რეჯისორი. იგი ქმნის სინთეზური ბუნების მქონე ნაწარმოებს, სადაც გაერთიანებულია დრამატურგის ხელოვნება, მსახიობის ხელოვნება, მუსიკალური ხელოვნება, სახვითი ხელოვნება, ქორეოგრაფია, და მათი გაერთიანების შედეგად ქმედების ენაზე გამოხატავს თავის ფიქრებს, განცდებს, ემოციებს. ასე რომ, რეჟისორის ხელოვნების ენა და თანამედროვე თეატრის ენაც ქმედებაა.
წუარო: შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის პროფესორი, თეატრმცოდნე - მარიკა წულაძე
წუარო: შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის პროფესორი, თეატრმცოდნე - მარიკა წულაძე
მსახიობის ხელოვნება
მსახიობი თავისი ფიზიკური და სულიერი მონაცემებიდან ქმნის თავის ნაწარმოებს ანუ თავისი ხასიათიდან განსხვავებულ ადამიანს. მისი ხელოვნების უმაღლესი მწვერვალი არის გარდასახვა. მსახიობის მონაცემებში იგულისხმება, როგორც ფიზიკური, ასევე სულიერი თავისებურებები. ფიზიკურ მონაცემებში იგულისხმება მისი სხეული, გარეგნობა და ხმა. ფსიქიკურ თავისებურებებში იგულისხმება ხასიათი, ტემპერამენტი, ყურადღება, წარმოსახვა, მეხსიერება. თითოეული მსახიობი გამოირჩევა თავისი ინდივიდუალურობით.
ინდივიდუალურობა, სწორედ ზევით აღნიშნულ თავისებურებებში მდგომარეობს. ზოგიერთ მსახიობს შეუძლია მხოლოდ ორგანული მოქმედება ანუ პიესის მიერ შემოთავაზებულ ვითარებაში დამაჯერებლად მოქმედება, მაგრამ ეს მსახიობის ხელოვნების მხოლოდ პირველი საფეხურია. უმაღლესი მწვერვალი კი მსახიობის ხელოვნებისა არის გარდასახვა ანუ თავისგან განსხვავებული ხასიათის შექმნა.
წუარო: შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის პროფესორი, თეატრმცოდნე - მარიკა წულაძე
ინდივიდუალურობა, სწორედ ზევით აღნიშნულ თავისებურებებში მდგომარეობს. ზოგიერთ მსახიობს შეუძლია მხოლოდ ორგანული მოქმედება ანუ პიესის მიერ შემოთავაზებულ ვითარებაში დამაჯერებლად მოქმედება, მაგრამ ეს მსახიობის ხელოვნების მხოლოდ პირველი საფეხურია. უმაღლესი მწვერვალი კი მსახიობის ხელოვნებისა არის გარდასახვა ანუ თავისგან განსხვავებული ხასიათის შექმნა.
წუარო: შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის პროფესორი, თეატრმცოდნე - მარიკა წულაძე
ქორეოგრაფია თეატრში
ქორეოგრაფია, ისევე როგორც სახვითი ხელოვნება და მუსიკა, თეატრალური ხელოვნების საჭირო კომპონენტია. მოძრაობით გამოიხატება გმირთა შინაგანი მდგომარეობა და რეჟისორისთვის იგი არის ერთ-ერთი საშუალება, რათა გამოხატოს თავისი ჩანაფიქრი ანუ სათქმელი.
წუარო: შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის პროფესორი, თეატრმცოდნე - მარიკა წულაძე
წუარო: შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის პროფესორი, თეატრმცოდნე - მარიკა წულაძე
მუსიკა თეატრში
მუსიკა, ისევე როგორც მხატვრობა, სათეატრო ხელოვნების აუცილებელი კომპონენტია. მუსიკა სპექტაკლში ქმნის და ეხმარება მხატვრობას, რომ შექმნას მოქმედებისთვის საჭირო ატმოსფერო. გარდა ამისა, იგი ხელს უწყობს რეჟისორის ჩანაფიქრის გამოხატვას. ასევე, იგი ქმნის სპექტაკლის შინაგან რიტმსაც. ამგვარად, მუსიკას, ისევე როგორც მხატვრობას, დრამატული ფუნქცია გააჩნია.
წუარო: შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის პროფესორი, თეატრმცოდნე - მარიკა წულაძე
წუარო: შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის პროფესორი, თეატრმცოდნე - მარიკა წულაძე
Subscribe to:
Posts (Atom)